კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი ნატო-ს შეუერთდებიან-დიმიტრი მედვედევი

ნახვები: 397 რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი ნატო-ს შეუერთდებიან-დიმიტრი მედვედევი

რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი, განათავსოს მნიშვნელოვანი საზღვაო ძალები ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან ნატო-ს, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის თქმით, თუ შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდებიან ნატო-ში, რუსეთის ფედერაციასთან ალიანსის სახმელეთო საზღვრების სიგრძე გაორმაგდება.

„შვედეთი და ფინეთი ცხოველური სერიოზულობით განიხილავენ ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობას. თავად ალიანსი მზად არის, მიიღოს ისინი ფაქტიურად „თეთრი ხელის ქვეშ“- უმოკლეს დროში და მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურების პირობებში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უფრო მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული მოწინააღმდეგე ეყოლება. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამას? პასუხი ნათელია: ემოციების გარეშე, ცივი თავით. რამდენი ქვეყანაა ნატო-ში – ოცდაათი თუ ოცდათორმეტი, მთლიანობაში ჩვენთვის არც ისე მნიშვნელოვანია. ორით ნაკლები, ორით მეტი – მათი მნიშვნელობითა და მოსახლეობით დიდი განსხვავება არ არის“ – თქვა მედვედევმა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, შვედეთის და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში ბალტიის ქვეყნების არაბირთვულ სტატუსზე საუბარი შეუძლებელი იქნება და ბალანსის აღდგენა გახდება საჭირო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა