კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გმირულად იბრძვის-ანჯეი დუდა

ნახვები: 415 უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გმირულად იბრძვის-ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გმირულად იბრძვის, თუმცა სჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, სამხედრო დახმარების ჩათვლით, – ამის შესახებ ანჯეი დუდამ პოლონეთში კიევიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებას პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის პრეზიდენტი, ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ანჯეი დუდა საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის დასახმარებლად აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„უკრაინა იბრძვის გმირულად თავისი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის. ყოველდღე უკრაინელები სისხლს ღვრიან და წინააღმდეგობას უწევენ რუსების თავდასხმას, თუმცა მათ სჭირდებათ მხარდაჭერა. ისინი უკიდურესად მამაცები არიან, ისინი გმირები არიან, ისინი საშინელ დანაკარგებს განიცდიან. რუსები კლავენ ქალებს და ბავშვებს, სჩადიან ძალადობას, ანადგურებენ სახლებს. უკრაინა უკიდურესად იტანჯება და სისხლს ღვრის, თუმცა იცავს საკუთარ თავს. უკრაინას სჭირდება მხარდაჭერა, როგორც ჰუმანიტარული, ისე პოლიტიკური, მას სჭირდება მატერიალური და სამხედრო მხარდაჭერა. საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობა უკიდურესად საჭიროა უკრაინისთვის“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა