კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება

ნახვები: 387 საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, უკრაინაში ვიზიტი იქნება შემობრუნების წერტილი იმ ძალიან დაბალ ნიშნულზე მყოფი ქართულ-უკრაინული ურთიერთობების, რომელიც დღეს არსებობს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგება. ჩვენ დღეს მივემგზავრებით უკრაინაში და ეს იქნება შემობრუნების წერტილი იმ ძალიან დაბალ ნიშნულზე მყოფი ქართულ-უკრაინული ურთიერთობების, რომელიც დღეს არსებობს. ელჩიც გაწვეულია საქართველოდან და ამ გაფუჭებულ ურთიერთობებს ნამდვილად შველა სჭირდება. ეს ვიზიტი იქნება შესაძლებლობა, რომ ეს ურთიერთობები ჩადგეს იმ კალაპოტში, რასაც იმსახურებს ქართველი და უკრაინელი ხალხი. განსაკუთრებული ურთიერთობაა ხალხს შორის და ვხედავთ პოლიტიკურ დონეზე როგორ არის ყველაფერი გაფუჭებული“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ უარს, ეს მათი გადაწყვეტილებაა, რომ თავიანთი თავი დააყენონ მთელი ამ პოლიტიკური სპექტრის, ამ ვიზიტის მიღმა და მათთან ერთად არ წავიდნენ, რაც იოსელიანის თქმით, ძალიან სამწუხაროა.

„ის არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მთელი ეს პერიოდი მათგან ისმოდა, რომ აუცილებელი იყო წასვლა და მხარდაჭერის აღმოჩენა. ყველა არგუმენტი, რითაც ისინი ამართლებენ უკრაინაში არ წამოსვლას არის აბსოლუტურად ბავშვური და მიუღებელი ჩემთვის. ის, რომ ვიღაცასთან ერთად არ უნდათ მგზავრობა, თუ გამოჩენა, ეს სერიოზული არგუმენტი არ არის. „ქართული ოცნების“ გარდა, იქ მიდის ყველა პოლიტიკური პარტია და როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეს არის ფასადი, მაშინ ჩვენც, მათ შორის დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს, შეურაცხყოფას გვაყენებენ. „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეურაცხყოფა არავის დაუმსახურებია. მათ ადგილზე დავფიქრდებოდი, როდესაც ასეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ავრცელებენ, სადაც ჩვენც მოგვიაზრებენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ეს სავარაუდოდ საკუთარ ამომრჩეველზე გათვლილი გადაწყვეტილებაა, რომელიც, როგორც წესი, ამ ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.

დელეგაციაში იქნებიან ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, ანა ნაცვლიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა