კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი:გადავწყვიტოთ, ვისი სიტყვა უფრო წონადია

ნახვები: 354 შალვა პაპუაშვილი:გადავწყვიტოთ, ვისი სიტყვა უფრო წონადია

​ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტზე საია ამბობს, რომ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, გადავწყვიტოთ, ვისი სიტყვა უფრო წონადია, - განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი საუბრობს საია-ს განცხადებაზე, რომელშიც ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ დაუშვან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მიზნად ისახავს ამნისტიის გავრცელებას 2019 წლის 20-21 ივნისს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

„გუშინწინ საია ყველას მოუწოდებდა, რომ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, დღეს ამბობს, რომ შეთანხმება საერთაშორისო სამართალს არღვევს, რაც არასერიოზულია. ჩვენ ვსაუბრობთ, ამერიკისა და ევროკავშირის ეგიდით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე და საია ამბობს, რომ ეს დოკუმენტი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება? სასწორზე დავდოთ და გადავწყვიტოთ, ვისი სიტყვა უფრო წონადია. ამის უკან რა დგას, არ ვიცი, მაგრამ გუშინ და დღეს ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" ვერ შეძლეს შეთანხმების ჩაშლა, ახლა მცდელობაა, რომ აღსრულება ჩაიშალოს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა