თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რუსეთი უკრაინაში სადესანტო-საზღვაო ოპერაციას ამზადებს

ნახვები: 439 რუსეთი უკრაინაში სადესანტო-საზღვაო ოპერაციას ამზადებს

საოკუპაციო არმია სადესანტო-საზღვაო ოპერაციას ამზადებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„საზღვაო ქვეითი კორპუსის 810-ე და 155-ე ცალკეული ბრიგადების ქვედანაყოფები საზღვაო-სადესანტო ოპერაციისთვის ემზადებიან. ინფორმაცია ზუსტდება“, – ნათქვამია გენშტაბის ცნობებში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, პარალელურად, გრძელდება რუსული შენაერთების მოძრაობა უკრაინის ტერიტორიისკენ რუსეთის კურსკის, ბრიანსკის და ვორონეჟის რეგიონებიდან. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე არიან, უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ. ამასთან, მათ შეძლეს საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგების დაგროვება.

„პირდაპირი კონტაქტის ხაზზე მყოფი ოკუპანტების ქვედანაყოფებში პერსონალის უკმაყოფილება იზრდება, ხოლო მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაბალ დონეზე რჩება. რუსი სამხედროები მუდმივად უჩივიან როტაციის ნაკლებობას, მუდმივად მწყობრიდან გამოსულ აღჭურვილობას, საწვავისა და საკვების ხარისხს. ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გარკვეული ქვედანაყოფები აგრძელებენ დავალებების შესრულებას უკრაინა-ბელარუსის საზღვრის გადასაფარად, ბრესტისა და გომელის რეგიონების ტერიტორიებზე. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროები აგრძელებენ ძარცვას და ძალადობრივ ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს ქმედებები წახალისებულია მათი სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანებით. აღსანიშნავია, რომ რუსული სარაკეტო კრეისერის „მოსკოვის“ განადგურების შემდეგაც კი, რუსეთი საზღვაო სივრცის კონტროლს აგრძელებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა