კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვარაუდობენ, რომ მზის სხივი ვირუსზე დამთრგუნველად იმოქმედებს - ამირან გამყრელიძე

ნახვები: 366 ვარაუდობენ, რომ მზის სხივი ვირუსზე დამთრგუნველად იმოქმედებს - ამირან გამყრელიძე

ვარაუდობენ, რომ მზის სხივი ვირუსზე დამთრგუნველად იმოქმედებს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ეს მოლოდინი რამდენიმე ფაქტორს ემყარება - მოსახლეობის ნაწილს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი 299 ათას ადამიანს დაუდგინდა, თუმცა, სპეციალისტები ანგარიშობენ, რომ რეალურად ინფიცირებული იყო ორჯერ მეტი.

„ვფიქრობ, ისეთი დრამატული, როგორც ნოემბერ-დეკემბერი გვქონდა, არ უნდა იყოს ეს პიკი ბევრი ფაქტორის გამო. ერთი - მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია და ასეთი არის დაახლოებით, 600 ათასიდან 650 ათას ადამიანამდე ქვეყანაში. ოფიციალურად ჩვენ დღეს დადასტურებული გვყავს 299 ათასამდე ადამიანი, თუმცა, ვანგარიშობთ ორჯერ მეტს, რომ მათ უსიმპტომოდ ან ძალიან მცირეოდენი სიმპტომებით აქვთ გადატანილი დაავადება. თუმცა, ეს არ არის საკმარისი საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის. ამავე დროს, მოქალაქეთა მცირე რაოდენობაც აიცრა. მესამე ფაქტორი კი არის ის, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით აღმავალ ტალღაზე, ცივ პერიოდში, რესპირაციული ვირუსებისთვის კომფორტულ პერიოდში, ახლა კი ჩვენ შევდივართ თბილ პერიოდში. დამტკიცებულია, რომ მზის სხივის პირდაპირი მოქმედება კორონავირუსზე მოქმედებს დამთრგუნველად და ველოდებით, რომ ეს შეიძლება იყოს უფრო რბილი და არა ისეთი დამანგრეველი", - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა