თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვმადლობდეთ უფალს, რომ შედის იერუსალიმში, რათა გამოგვიხსნას ჩვენ მარადიული სიკვდილისგან-მეუფე შიო

ნახვები: 492 ვმადლობდეთ უფალს, რომ შედის იერუსალიმში, რათა გამოგვიხსნას ჩვენ მარადიული სიკვდილისგან-მეუფე შიო

ყოველთვის ვმადლობდეთ უფალს და გვეგალობოს ოსანა მისთვის. ვმადლობდეთ მას, რომ იგი შედის იერუსალიმში, რათა გამოგვიხსნას ჩვენ მარადიული სიკვდილისგან, დიდება და მადლობა მას თავისი წმინდა სისხლის დაღვრისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს გახლავთ დიდებით შესვლა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იერუსალიმში. როგორც სახარებაშია აღნიშნული, მთელი ქალაქი შეიძრა ამ მოვლენისგან, მთელი ქალაქი მიისწრაფვოდა უფალ იესო ქრისტესთან შესახვედრად, მიმართავდნენ მას სახოტბო შეძახილით, ოსანა მაღალთა შინა. როგორც ხელმწიფეს, ისე ხვდებოდნენ მას, რაღაც საოცარი გამონათება იყო მთელ იერუსალიმში, თითქოს ყველამ სცნო იგი, როგორც მეუფე, როგორც მესია, როგორც სასწაულმოქმედი.

შეიძლება, ვთქვათ, რომ ჩვენც გვაქვს ხოლმე ასეთი გამონათებები, გამონათებები, როდესაც ადამიანისთვის ცხადი ხდება ღმერთის არსებობა, ცხადი ხდება, რომ იესო ქრისტე არის მესია, რომ მისი სახარება არის ჭეშმარიტება. სულ რამდენიმე დღეში კი იგივე ხალხი მოითხოვს იესო ქრისტეს ჯვარცმას და სიკვდილით დასჯას. სამწუხაროდ, ჩვენ გვაფიქრებს ეს მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში ჩვენს ცვალებადობაზე, ჩვენს თავშიც შეგვიმჩნევია ეს. ადამიანები თავიანთი ცოდვებით, თავიანთი ვნებებით კვლავ ითხოვენ ქრისტეს ჯვარცმას და დასჯას.

რა თქმა უნდა, უფალმა იესო ქრისტემ ეს იცოდა და ამიტომაც არის, რომ როდესაც იგი უახლოვდება იერუსალიმს, ის ტირის. მტირალი შედის მეფე ისრაელისა იერუსალიმში, ის გლოვობს, ის მწუხარეა, ვინაიდან მან წინასწარ უწყის, რა ელოდება იერუსალიმს მისი უარყოფისთვის. მიუხედვად ამისა, უფალი იესო ქრისტე ვერ დატოვებდა თავის რჩეულ ერს, რომელთა მცირე ნაწილმა იმჟამად მიიღო იესო ქრისტე, რომელიც გახდა შემდგომში ქრისტიანეთა მოდგმის ფუძემდებელი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, ღმერთმა მოგვცეს ჩვენ მადლი, რომ ყიველთვის გვახსოვდეს უფლისა ჩვენისა იესო ქრისეტს სიტყვები  – „დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას“.

უფალი ჩვენც მოგვხედავს სხვადასხვა გზით, ეს შეიძლება, იყოს დიდი სიხარული, ან პირიქით, მწუხარება, დიდი წარმატება ან წარუმატებლიბა და ა.შ. ამ ფორმით ვიხილავთ ჩვენ უფალს და თუ ჩვენ მას უარს ვეტყვით, თუ ჩვენ უგულვებელვყობთ, მაშინ იტირებს ჩვენი მფარველი ანგელოზი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ყოველთვის მადლობდეთ უფალს და გვეგალობოს ოსანა მისთვის. უნდა ვმადლობდეთ იმისთვის, რომ ის შედის იერუსალიმში, რათა გამოგვიხსნას ჩვენ მარადიული სიკვდილისგან, დიდება და მადლობა მას მისი წმინდა სისხლის დაღვრისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა