კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტში სავარაუდოდ „სბერბანკიც“ მოხვდება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ნახვები: 396 რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტში სავარაუდოდ „სბერბანკიც“ მოხვდება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს, სავარაუდოდ „სბერბანკიც“ მოხვდება. ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გერმანულ „ბილდთან“ ინტერვიუში გააკეთა.

 

ამასთან, მისივე თქმით, ევროკავშირი არ განიხილავს რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის უბრალოდ აკრძალვას, რადგან ეს გამოიწვევს „შავ ოქროზე“ ფასების მატებას და საბოლოო ჯამში, პუტინის გაძლიერებას.

 

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ამის ნაცვლად, ევროკომისია მუშაობს ე.წ. ჭკვიანურ მექანიზმზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, ახალ სასანქციო პაკეტში მოხვდეს რუსული ნავთობიც.

 

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, ის დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქმედითია და ისინი აუცილებლად გამოიწვევენ რუსეთის დეფოლტს.

 

ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დროულად უნდა დაეხმაროს შეიარაღებით უკრაინას, რადგან მხოლოდ ეს გადაარჩენს უკრაინას რუსეთთან ბრძოლის დროს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა