კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი - ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში

ნახვები: 377 ირაკლი ღარიბაშვილი - ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ათასობით დევნილს დავუკანონეთ და გადავეცით ბინები, მათ შორის „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში შევუძინეთ სახლები, გამოწვევა ჯერ კიდევ დიდია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრ დევნილს არ აქვს ბინა.

„ამიტომ ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, 13 000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში. მათგან ნაწილს დაუკანონდება, ნაწილს, დაახლოებით 6 000 დევნილს გადაეცემა სახლები „სოფლად სახლის“ ფარგლებში. 7 000 დევნილი ოჯახისთვის აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსები და მათ გადაეცემათ თანამედროვე სტანდარტების ბინები სრული რემონტით, რაც ჩვენი ვალდებულებაა. ქუთაისში წელს სრულდება 700 ბინის მშენებლობა, რომელიც დევნილ ოჯახებს შემოდგომაზე გადაეცემათ და გაზაფხულზე, როგორც აღვნიშნე, დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც მაქსიმუმ სამ-ოთხ წელიწადში უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა