პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

რუსული ძალები კრემინაში შევიდნენ, შეტევა დაიწყო, ევაკუაცია ახლა შეუძლებელია-ჰაიდაი

ნახვები: 764 რუსული ძალები კრემინაში შევიდნენ, შეტევა დაიწყო, ევაკუაცია ახლა შეუძლებელია-ჰაიდაი

რუსული ძალები აღმოსავლეთ ლუგანსკის რეგიონში მდებარე ქალაქ კრემინში შევიდნენ, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, იბომბება.

“რუსები ქალაქში უზარმაზარი ტექნიკით შევიდნენ, შეტევა დაიწყო. ევაკუაცია ახლა შეუძლებელია.

ჩვენ ევაკუაციას ვგეგმავდით ტყის ბილიკების გავლით, რათა ხალხი არ დაშავებულიყო, მაგრამ ღამით სიტუაცია შეიცვალა. სანამ ქალაქში ბრძოლა მიდის, არარეალურია იქ დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის დათვლა”. - განაცხადა ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ.

ჰაიდაის თქმით, რეგიონის მიმდებარედ ორი ადამიანია დაღუპული, ზოლოტეში კი ოთხი დაშავებულია, ხოლო რუბიჟნეში, დანგრეული შენობის ნანგრევებიდან შვიდი ადამიანი ამოიყვანეს.

კვირას, საღამოს, ლისიჩანსკში რუსულმა ძალებმა პოლიციის შენობას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ექვსი პოლიციელი დაშავდა. ჰაიდაის თქმით, დაბომბვა გრძელდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა