კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლიცკრიგის სანქციების პოლიტიკა ჩაიშალა

ნახვები: 392 ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბლიცკრიგის სანქციების პოლიტიკა ჩაიშალა

ვლადიმერ პუტინმა ქვეყნებთან ვაჭრობის რუბლებსა და ეროვნულ ვალუტებში გადაყვანის დაჩქარების ბრძანება გასცა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლეთის ეკონომიკური ბლიცკრიგის სანქციების პოლიტიკა ჩაიშალა.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა სანქციების დაწესებით ზიანი მიაყენეს საკუთარ ეკონომიკას.

ამასთან, პუტინმა აღიარა, რომ რუსეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 17.5 პროცენტია, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, მხარი დაუჭიროს რუსებს და შიდა მოთხოვნებს.

„აშკარაა, რომ ბოლო წლებში ეკონომიკისთვის მთავარი უარყოფითი ფაქტორი დასავლეთის ქვეყნების მორიგი სანქციური ზეწოლა იყო. გაანგარიშება იყო, რომ სწრაფად დარღვეულიყო ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, ბაზრებზე პანიკის პროვოცირება, საბანკო სისტემის კოლაფსი, საქონლის მასშტაბური დეფიციტი მაღაზიებში, მაგრამ უკვე თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რუსეთის მიმართ ასეთი პოლიტიკა ჩავარდა. ეკონომიკური ბლიცკრიგის სტრატეგია ჩაიშალა. უფრო მეტიც, სანქციები არ იყო უშედეგო თვით ინიციატორებისთვის. ვგულისხმობ ინფლაციისა და უმუშევრობის ზრდას, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური დინამიკის გაუარესებას, ევროპელების ცხოვრების დონის ვარდნას, მათი დანაზოგების გაუფასურებას“, – განაცხადა პუტინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა