კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, ყველა იმ ზომას, რომ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლა არ მომხდარიყო-რუმინეთის ელჩი

ნახვები: 429 ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, ყველა იმ ზომას, რომ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლა არ მომხდარიყო-რუმინეთის ელჩი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი აგრძელებს საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების მოსმენას. დღეს საკანონმდებლო ორგანოში რუმინეთის საქართველოსთან ურთიერთობაზე, რუმინეთის საგარეო პოლიტიკაზე, შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუმინეთის ელჩს, რაზვან როტუნდუს მოუსმინეს.

„მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ვუსმენთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, რუმინეთის ელჩს, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, არის ნატო-სა და ევროკავშირის წევრი და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების ერთ-ერთი ყველაზე უფრო გულმხურვალე მხარდამჭერი“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

რაზვან როტუნდუმ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა რუმინეთის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყნის მისწრაფებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ისევე, როგორც უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ დავგმეთ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის ხელყოფის მცდელობები. რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შესაბამის დეკლარაციას, რათა ხაზი გაგვესვა ჩვენი მხარდაჭერისთვის და კონკრეტულად ყოფილიყო ნახსენები როგორც საქართველო, ასევე, უკრაინა და მოლდოვა. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ კითხვარების მიწოდებას სამივე ქვეყნისთვის“,  – განაცხადა დიპლომატმა.

რაზვან როტუნდუმ საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არის ნატო-სთვის ძალიან ღირებული პარტნიორი. ელჩმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ნატო-ს მისიებში ჩართულობის შესახებ.

დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე ისაუბრა.

„ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მხარს ვუჭერთ რუსეთის მიმართ დაწესებულ ყველა შესაბამის სანქციას, ერთად ვდგავართ აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, ყველა იმ ზომას, რომელიც გაატარა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომ რუსეთის მხრიდან არ მომხდარიყო სანქციების გვერდის ავლა. ასევე, პატივს ვცემთ საქართველოს მიერთებას ყველა იმ რეზოლუციებისადმი, რომელიც მიმართულია ამ კონფლიქტის წინააღმდეგ“, – განაცხადა საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა