კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირი გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების განურჩეველ, უკანონო დარტყმებს მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე-ჯოზეფ ბორელი

ნახვები: 398 ევროკავშირი გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების განურჩეველ, უკანონო დარტყმებს მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე-ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირი გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების განურჩეველ და უკანონო დარტყმებს მოქალაქეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

როგორც ბორელმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე დღეში უკრაინის სხვადასხვა ოლქში რუსეთის მხრიდან ბოლო კვირების ყველაზე ინტენსიური სარაკეტო დარტყმები განხორციელდა.

„თავდასხმები ლვოვზე და დასავლეთ უკრაინის სხვა ქალაქებზე აჩვენებს, რომ ქვეყნის არც ერთი ნაწილი არ არის დაზღვეული კრემლის უაზრო შეტევისგან. ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუშაობას და ზომებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ. დაუსჯელობა ომის დანაშაულებისთვის შეუძლებელია“, – ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.

ევროკავშირი აფასებს უკრაინელი ხალხის სიმტკიცეს, სიმამაცესა და მდგრადობას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისას და მტკიცე სოლიდარობას უცხადებს მას, მათ შორის სამხედრო ტექნიკის მიწოდების მხარდაჭერით.

„რუსეთმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და გაიყვანოს უკრაინიდან ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა