კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„აზოვი“ მარიუპოლიდან სამოქალაქო პირების, დაღუპულებისა და დაჭრილებისთვის მწვანე დერეფანს ითხოვს

ნახვები: 377 „აზოვი“ მარიუპოლიდან სამოქალაქო პირების, დაღუპულებისა და დაჭრილებისთვის მწვანე დერეფანს ითხოვს

ლეგიონ „აზოვის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო მსოფლიო ლიდერებს სთხოვს, მარიუპოლიდან სამოქალაქო პირების, ასევე დაჭრილი მებრძოლებისა და ცხედრების ევაკუაციას გაუწიონ ორგანიზება. შესაბამისი მიმართვა პროკოპენკომ ტელეარხ „ტელეგრამში“ გაავრცელა.

მისი თქმით, ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიას ასობით მშვიდობიანი მცხოვრები – ქალები, ბავშვები და მოხუცები აფარებენ თავს. მისი თქმით, ეს კარგად იციან, რუსმა ოკუპანტებმა და მათმა კოლაბორანტებმა, თუმცა მაინც ბომბავენ თავშესაფარს.

„არავის სჯერა ოკუპანტების, ამიტომ მე მოვუწოდებ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს პოლიტიკოსებს, გაუწიეთ ორგანიზება მწვანე დერეფანს, უზრუნველყავით უსაფრთხოების გარანტიები, რათა დაუყოვნებლივ განხორციელდეს სამოქალაქო პირების, ასევე დაჭრილების და მოკლული მებრძოლების ცხედრების ევაკუაცია, რომლებიც პატივით დაკრძალვას იმსახურებენ“, – განაცხადა პროკოპენკომ.

რუსეთის ძალებს აზოვის ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლი პირველი მარტიდან ბლოკადაში ჰყავთ. ქალაქის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ამჟამად მარიუპოლში 100 ათასი მცხოვრები იმყოფება, ხოლო კიდევ 50 ათასი სამოქალაქო პირი ქალაქის შემოგარენში სოფლებში ელოდება დახმარებას და ევაკუაციას.

17 აპრილს უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია სავარაუდოდ მარიუპოლში საზღვაო-სადესანტო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა