კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენტონი ბლინკენი მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნახვები: 393 ენტონი ბლინკენი მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკუ პოპესკუს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრისას ენტონი ბლინკენი და ნკუ პოპესკუ მიესალმნენ აშშ-მოლდოვის სტრატეგიული დიალოგის განახლებას ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და აშშ-ის მხრიდან მოლდოვის რეფორმების მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

ამასთან, მოლაპარაკებების დროს სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს მოლდოვის ჰუმანიტარული რეაგირება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ ომზე. როგორც ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, აშშ აგრძელებს მოლდოვის მხარდაჭერას კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებაში დასახმარებლად და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში.მხარეებმა ასევე განიხილეს მოლდოვის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისკენ მომართული ძალისხმევა.

24 თებერვლის შემდეგ, აშშ-მა მოლდოვას ჰუმანიტარული რეაგირების მხარდასაჭერად 30 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო, ასევე 100 მილიონი დოლარი გრძელვადიანი დემოკრატიული და ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად.

ენტონი ბლინკენთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ინფორმაციას ავრცელებს მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

„მოლდოვა სარგებლობს აშშ-ის მხარდაჭერით დემოკრატიული განვითარებისა და რეფორმებისთვის, ასევე უსაფრთხოების კრიზისის დროს. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაორმაგებთ ძალისხმევას მოლდოვის მდგრადობის გასაძლიერებლად, რათა ჩვენ შევძლოთ დამტკიცება, რომ დემოკრატია მუშაობს, რეფორმები კი შედეგიანია“, – წერს ნიკუ პოპესკუ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა