კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სრული მხარდაჭერა უკრაინას ამ მძიმე დღეებში-არჩილ თალაკვაძე

ნახვები: 332 სრული მხარდაჭერა უკრაინას ამ მძიმე დღეებში-არჩილ თალაკვაძე

ბუჩა და ირპენი გვიყვებიან თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ისტორიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ერს.

„ბუჩა და ირპენი გვიყვებიან თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ისტორიას. ჩვენ ვნახეთ ომის საზარელი სურათები, რომელიც საღ აზრს, განსჯას და წარმოსახვას სცდება. ვუსამძიმრებთ მსხვერპლს და სრული მხარდაჭერა უკრაინას, უკრაინელ ერს ამ მძიმე დღეებში“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში 15 აპრილს გაემგზავრა. დელეგაციაში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები – დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი – გიორგი ხოჯევანიშვილი. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან 17 აპრილს დაბრუნდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა