თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოსახლეობის გულწრფელი წუხილი სხვადასხვა პოლიტპერფორმანსში გადაიზარდა-გიორგი ამილახვარი

ნახვები: 269 „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოსახლეობის გულწრფელი წუხილი სხვადასხვა პოლიტპერფორმანსში გადაიზარდა-გიორგი ამილახვარი

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიში მოიცავს ყველა მნიშვნელოვან საკითხს, განსაკუთრებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მისივე თქმით, პარლამენტში იმსჯელებენ ანგარიშთან დაკავშირებით და დეტალურად გაივლიან, რას გულისხმობს ანგარიშში ასახული ესა თუ ის საკითხი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს. საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ანგარიში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ხდება. უსაფრთხოების სამსახურმა სხვადასხვა რისკი დაინახა. ყველა ამ საკითხზე პარლამენტში ჩვენ გვექნება მსჯელობა, დეტალურად დავაზუსტებთ, რას ეხება ესა თუ ის საკითხი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ამასთან, ჟურნალისტმა გიორგი ამილახვარს სთხოვა, შეეფასებინა სუს-ის ანგარიშის ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ ცალკეული ჯგუფები განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის სენსიტიური საკითხებით.

სუს-ის ანგარიშში ერთ-ერთ ასეთ საკითხად დასახელებულია საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რა დროსაც, ანგარიშის მიხედვით, დაინტერესებულმა ძალებმა საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად აქტიურად გამოიყენეს დეზინფორმაცია-პროპაგანდის, ფარული ოპერაციებისა და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები. ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნული პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.

საკითხის შეფასებისას გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ ჰესებთან დაკავშირებით შესაძლოა, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მართლაც გულწრფელი კრიტიკა, წუხილი იყო, თუმცა ის სხვადასხვა პოლიტპერფორმანსში გადაიზარდა. მისივე თქმით, ამის შესახებ სუს-ს რომც არ გამოექვეყნებინა მოსაზრება, საზოგადოებას ისედაც ასეთი განცდა ჰქონდა.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 21-ე საუკუნე არის ენერგოდამოუკიდებლობის საუკუნე, ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება და დიდი ჰესების მშენებლობა. რაც შეეხება ამ საკითხს, მგონი, საზოგადოებისთვის არ დარჩა კითხვის ნიშნები, რომ თავიდან შეძენილი პროტესტი, რომელიც მართლაც შესაძლოა, გულწრფელიკრიტიკა, წუხილი იყო ადგილობრივი მოსახლეობის, უკვე გადაიზარდა სხვადასხვა პოლიტპერფორმანსში. ჩვენ ვიხილეთ „ნამახვანჰესის“ კრიტიკა დასრულებული რუსთაველის გამზირზე პოლიტიკური განცხადებებით. სუს-ს რომ არ დაედო ეს მოსაზრება, საზოგადოებას და ჩვენც ისედაც გვქონდა ამის განცდა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გიორგი ამილახვარმა შეაფასა სუს-ის ანგარიშის კიდევ ერთი ნაწილი, სადაც საუბარია, რომ „დაინტერესებული ძალები მიზნად ისახავდნენ საქართველოს ურთიერთობების დაზიანებას სტრატეგიულ პარტნიორებთან, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და მუდმივი დაძაბულობის ხელშეწყობას“.

ამილახვარი ფიქრობს, რომ ამის უკან, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები იგულისხმებიან.

„ჩემი აზრით, ამის უკან, პირველ რიგში, იგულისხმებიან „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები, მედიასაშუალებები, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა შეგველახოს და დაღი დაესვას მრავალწლიან ურთიერთობას“, – აღნიშნა ამილახვარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა