კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნაცმოძრაობისგან“ მუქარა, რომ დესტაბილიზაციას მოახდენენ ქვეყანაში, რევოლუციურ სცენარს განავითარებენ, საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს-გია ვოლსკი

ნახვები: 429 ნაცმოძრაობისგან“ მუქარა, რომ დესტაბილიზაციას მოახდენენ ქვეყანაში, რევოლუციურ სცენარს განავითარებენ, საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს-გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მუქარა, რომ ქვეყანაში  დესტაბილიზაციას მოახდენენ, საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს.

როგორც ვოლსკი აცხადებს, მსგავსი განცხადებები უკმაყოფილებას იწვევს, მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერებშიც.

„მსოფლიოში ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, ამის ფონზე მუდმივი მუქარა, რომ დესტაბილიზაციას მოახდენენ ქვეყანაში, რევოლუციურ სცენარს განავითარებენ, ძალისმიერად, თუ არა ძალისმიერად, რაღაც შეკრებებზე მოლაპარაკებული სტრატეგიით მთავრობას შეცვლიან და აურევენ ქვეყანას, რასაკვირველია, ეს საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს, მათ შორის იმ საზოგადოებაში, რომელიც პოლიტიკურად მათ უჭერს მხარს. სამწუხაროა, მაგრამ ეს დღევანდელი მოცემულობაა, ამ მოცემულობაში უნდა ვიცხოვროთ. ფაქტია, რომ ის ძალისხმევა, რასაც ხელისუფლება ეწევა, ნამდვილად ქმნის პერსპექტივას, რომ სამშვიდობოს გავიდეთ ამ ურთულეს პერიოდში, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა