Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ადამიანები ქუჩაში არ დადიან იმ განცდით, რომ ახლა მთავრობა გადასაგდები-ჰერმან საბო

ნახვები: 317 ადამიანები ქუჩაში არ დადიან იმ განცდით, რომ ახლა მთავრობა გადასაგდები-ჰერმან საბო

რიგგარეშე არჩევნები საპარლამენტო რესპუბლიკებში არის კარგი მეთოდი პოლიტიკური კრიზისების დასასრულებლად. ახლა, ამ მომენტში ასეთ კრიზისს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

ჰერმან საბომ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო.

ჰერმან საბოს თქმით, საზოგადოების მხრიდან არ არის მოთხოვნა, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნებია ჩასატარებელი.

„ადამიანები ქუჩაში არ დადიან იმ განცდით, რომ ახლა მთავრობა გადასაგდებია და რიგგარეშე არჩევნებია ჩასანიშნი. ასეთი კრიზისი თუ შეიქმნება, არც იმის პრობლემა იქნება, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩავნიშნოთ. არ მჯერა ზევიდან მართული ასეთი მასშტაბური ცვლილებების. ადამიანებისგან უნდა მოდიოდეს შეკვეთა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად რიგგარეშე არჩევნები ჩავატაროთ. ადამიანების მხრიდან დღეს ასეთი გამოკვეთილი მოთხოვნა, შეკვეთა არ ჩანს. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის მოწოდება ცოტა უადგილოა“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს „გირჩი“ რიგგარეშე არჩევნების საკითხზე  „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ითანამშრომლოს, ჰერმან საბომ განაცხადა:

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ პარტიას ვეთანამშრომლოთ, ოღონდ იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, იქნება ეს მართლმსაჯულება, განათლება, ეკონომიკა თუ ასე შემდეგ. მაგრამ რიგგარეშე არჩევნებისთვის ჩვენ ასეთი ფორმულა არ გვაინტერესებს და ასეთ ფორმატში არ ვითანამშრომლებდით“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა