კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინამ რუსეთისგან მოლაპარაკებებთან დაკავშირებული წინადადებები მიიღო და მათი შესწავლა დაიწყო

ნახვები: 381 უკრაინამ რუსეთისგან მოლაპარაკებებთან დაკავშირებული წინადადებები მიიღო და მათი შესწავლა დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა დაადასტურა, რომ მოსკოვისგან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით წინადადებები მიიღეს და მათი შესწავლა დაიწყეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

„უკრაინამ სტამბოლის რაუნდის ფარგლებში ოპონენტებს წარუდგინა თავისი წინადადებები ფორმულირებული გადაწყვეტილებების შესახებ. მათ შორის, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, როგორც ჩვენს ქვეყანაზე შემდგომი თავდაუსხმელობის უზრუნველყოფა. რუსულმა მხარემ შეისწავლა წინადადებები და გამოთქვა თავისი საპირისპირო პოზიციები. ახლა ჩვენი ჯერია, შევისწავლოთ, შევადაროთ, გამოვიტანოთ დასკვნები, მათ შორის პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

დღეს კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში გადასცეს დოკუმენტის პროექტი, რომელშიც გაწერილია მკაფიო ფორმულირებები და ახლა პასუხს უკრაინელებისგან ელოდებიან. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინული მხარის მუშაობის დინამიკა არ არის დამაკმაყოფილებელი. მისი თქმით, უკრაინელები არ იჩენენ დიდ მიდრეკილებას მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებისადმი, რაც მოლაპარაკებების ეფექტურობაზე ცუდ ზეგავლენას იქონიებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა