კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მსოფლიო შიმშილის კატასტროფის წინაშეა-მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი

ნახვები: 413 უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მსოფლიო შიმშილის კატასტროფის წინაშეა-მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი დევიდ მალპასი BBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სამყარო საკვების კრიზისის გამო ადამიანური კატასტროფის წინაშე დგას.

მალპასის თქმით, საკვების ფასების რეკორდული მატება ასობით მილიონ ადამიანს სიღარიბეს გამოიწვევს.

„ეს არის ადამიანური კატასტროფა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვები შემცირდება. მაგრამ შემდეგ ეს იქცევა პოლიტიკურ გამოწვევად იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ - მათ არ გამოუწვევიათ ეს და უყურებენ როგორ იზრდება ფასები", - აცხადებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი.

მსოფლიო ბანკის გამოთვლით, საკვების ფასების 37%-ით შეიძლება გაიზარდოს, რაც ყველაზე მეტად ღარიბ მოსახლეობაზე აისახება.

„ეს ყველანაირი ტიპის საკვებზე ახდენს გავლენას - ზეთზე, მარცვლეულზე -  შემდეგ ეს შეეხება სხვა მარცვლეულსაც, სიმინდს, რადგან მისი ფასი იზრდება, როცა ხორბლის ფასი იზრდება“, - განაცხადა მალპასმა.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა საჭიროა მსოფლიოს გარშემო მიწის გამანაყოფიერებლების და ყველაზე ღარიბი ფენისთვის კი საკვების მიწოდებაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა