კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთი პეტერბურგსა და ფსკოვში ბალტიის ქვეყნების საკონსულოებს ხურავს

ნახვები: 435 რუსეთი პეტერბურგსა და ფსკოვში ბალტიის ქვეყნების საკონსულოებს ხურავს

რუსეთი პეტერბურგსა და ფსკოვში ბალტიის ქვეყნების საკონსულოებს ხურავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების განცხადებით, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საკონსულოების დახურვა არის აღნიშნულ ქვეყნებში რუსული საკონსულოების დახურვაზე საპასუხო ზომა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იხურება ლატვიის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში და საკონსულო ფსკოვში, ესტონეთის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში და მისი კანცელარია ფსკოვში. ასევე, ლიეტუვის გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში.

„აღნიშნული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები პერსონა ნონ გრატად გამოცხადდებიან, ხოლო მათი თანამშრომლები, რომლებიც არ არიან რუსეთის მოქალაქეები, – არასასურველ პირებად. ყველა მათგანმა რუსეთი უნდა დატოვოს“, – აცხადებენ უწყებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა