კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

NDI - 50 პროცენტი ჯარის საქმიანობას დადებითად აფასებს

ნახვები: 420 NDI - 50 პროცენტი ჯარის საქმიანობას დადებითად აფასებს

NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ, 2022 წლის მარტის კვლევაში კითხვაზე, როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას, 26 პროცენტი კარგად აფასებს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას (32% – საშუალოდ, 36% – უარყოფითად, 6% – არ ვიცი). პრემიერის საქმიანობას 2021 წლის დეკემბერში დადებითად 27 პროცენტი აფასებდა (27% – საშუალოდ, 35% – ცუდად).

რაც შეეხება პრეზიდენტს, მის საქმიანობას 2021 წლის დეკემბერში კარგად 14 პროცენტი აფასებდა, მიმდინარე წლის მარტში კი ეს მაჩვენებელი 24 პროცენტამდე გაიზარდა. 29 პროცენტისთვის პრეზიდენტის საქმიანობა 2021 წლის დეკემბერში საშუალო შეფასებას იმსახურებდა, 2022 წლის მარტში კი საშუალო შეფასების მაჩვენებელი 42 პროცენტამდე გაიზრდა. ამასთან, 22 პროცენტით შემცირდა უარყოფითად შეფასების მაჩვენებელი (46 პროცენტიდან 24 პროცენტამდე).

პარლამენტის საქმიანობას 2022 წლის მარტის გამოკითხვაში კარგად აფასებს 13 პროცენტი, 40 პროცენტი – საშუალოდ, 40 პროცენტი კი უარყოფითად. გასული წლის დეკემბერში დადებითი შეფასების მაჩვენებელი 12 პროცენტს შეადგენდა, საშუალო – 33 პროცენტი, ხოლო უარყოფითი – 46 პროცენტი.

რაც შეეხება ჯარს, მისი შეფასება თითქმის უცვლელია. 50 პროცენტი ჯარის საქმიანობას დადებითად აფასებს, 21 პროცენტი საშუალოდ, შვიდი პროცენტი კი ცუდად.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა. კვლევის ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა