კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კელი დეგნანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა

ნახვები: 436 კელი დეგნანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან და საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლებთან ერთად, N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია.

სტუმრები დეტალურად გაეცნენ მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს, დაწესებულებაში არსებულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის გრძელვადიანი და მოკლევადიანი პაემნებისათვის განკუთვნილ სივრცეებსა და მიმდინარე და დაგეგმილ სარეაბილიტაციო პროგრამებს. მოინახულეს ტერიტორიაზე არსებული ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ასევე, სამკერვალო სივრცე, ხისა და ტყავის საამქროები, სადაც მსჯავრდებულები სხვადასხვა ნივთებს ამზადებენ და მათი რეალიზაციიდან შემოსული თანხა მათი შემოსავლის წყაროა.

აშშ-ის ელჩმა დაათვალიერა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული პურის საცხობი, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი და დამზადებული პროდუქციის რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებებში ხორციელდება. მან, ასევე, მოინახულა მსჯავრდებულთა კულინარიის ტრენინგ-კურსებისთვის გამოყოფილი, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სამზარეულო.

ელჩი პირადად გაესაუბრა მსჯავრდებულებს და მათი საცხოვრებელი პირობების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

ვიზიტის ფარგლებში, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურომ (INL), N16 პენიტენციურ დაწესეულებას მეტალოდედექტორი გადასცა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა ამერიკის საელჩოსა და აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პენიტენციური სისტემის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა