კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბობ კეისი - ქართველები იღებენ უკრაინელებს, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ყველა სახის დახმარებას

ნახვები: 339 ბობ კეისი - ქართველები იღებენ უკრაინელებს, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ყველა სახის დახმარებას

ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ასევე ყველა სახის დახმარებას, ეს არის მტკიცებულება, როგორი სახის ერთობა არსებობს მთელი ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ სენატორმა ბობ კეისმა კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბობ კეისმა აღნიშნა, მარტში აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატამ, სენატმა მიიღო კანონმდებლობა 30,6 მილიარდი დოლარის თაობაზე.

„ორი საკითხი მინდა დავამატო, მე მგონი, სულ მცირე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რა გავაკეთეთ ახლო წარსულში და რას გავაკეთებთ მომავალში. რაც შეეხება მარტის თვეს, აშშ-ის კონგრესში წარმომადგენელთა პალატამ, სენატმა მიიღო კანონმდებლობა 30,6 მილიარდი დოლარის თაობაზე, მიიღეს აქტი. როდესაც იარაღის შესახებ ხდება განცხადების გაკეთება მიწოდებასთან დაკავშირებით, ვსაუბრობთ ჩვენ ათასობით ჯაველინზე, სტინგერ რაკეტებზე და ასევე სხვადასხვა შეიარაღებაზე, რატომ? იმიტომ, რომ კონგრესმა ერთხმად თქვა, რომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ არამარტო შეიარაღება, ასევე ჰუმანიტარული დახმარება.

მეორე საკითხი, რა გააკეთეს ქართველებმა, რომ დახმარებოდნენ უკრაინელ ხალხს, ახლო წარსულში და ასევე გრძელვადიან პერიოდში. ისინი იღებენ ამ ადამიანებს საქართველოში, უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას, სკოლებისადმი წვდომას, ასევე ყველა სახის დახმარებაზე. ეს არის იმის მტკიცებულება, თუ როგორი სახის ერთობა არსებობს მთელი ევროპის მასშტაბით. ეს არის ის მოდელი, რომლის თანახმადაც, უნდა ვიმოქმედოთ და ეს არის რეაგირება იმ დიქტატორზე, რომელიც თავისუფალი ადამიანების მიმართ ასეთ სისასტიკეებს ჩადის“, – განაცხადა ბობ კეისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა