კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომის პაპისა და რუსეთის პატრიარქის შეხვედრა 14 ივნისს აღარ შედგება

ნახვები: 563 რომის პაპისა და რუსეთის პატრიარქის შეხვედრა 14 ივნისს აღარ შედგება

ივნისისთვის რომის პაპ ფრანცისკესა და რუსეთის პატრიარქ კირილეს შორის დაგეგმილი შეხვედრა არ შედგება, – ამის შესახებ რომის პაპმა არგენტინულ გამოცემა La Nacion-ს განუცხადა.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა იერუსალიმში 14 ივნისს იგეგმებოდა. როგორც პონტიფიკოსმა გამოცემას განუცხადა, ის წუხს, რომ შეხვედრის გეგმა შეჩერდა, რადგან ვატიკანში დიპლომატები მიიჩნევენ, რომ ამგვარმა შეხვედრამ შესაძლოა, მოცემულ მომენტში დაბნეულობა გამოიწვიოს.

იერუსალიმში რომის პაპისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის რიგით მეორე შეხვედრა იგეგმებოდა. ფრანცისკესა და კირილეს პირველი შეხვედრა 2016 წელს კუბაში გაიმართა. ეს იყო რომის პაპისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის პირველი შეხვედრა დიდი სქიზმის შემდეგ, რომელმაც 1 054 წელს ქრისტიანობა ორ ნაწილად გაყო. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, 85 წლის ფრანცისკემ არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი უკრაინაში ომის გამო, რა დროსაც მან გამოიყენა ისეთი ტერმინები, როგორებიცაა გაუმართლებელი აგრესია, ინტერვენცია და გულისტკივილი გამოთქვა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეების გამო. ამასთან, აპრილის დასაწყისში რომის პაპმა განაცხადა, რომ ის კიევში გამგზავრებას განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა