სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

სამგზავრო მატარებლებისთვის კოპიტნარში ახალი გაჩერების დამატება საინტერესო სიახლეა როგორც ტურისტებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის-დაჩი ცაგურია

ნახვები: 477 სამგზავრო მატარებლებისთვის კოპიტნარში ახალი გაჩერების დამატება საინტერესო სიახლეა როგორც ტურისტებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის-დაჩი ცაგურია

საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის დაჩი ცაგურიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს ახალი გაჩერება დაემატება, ძალიან კარგი სიახლეა როგორც ტურისტებისთვის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მისივე თქმით, ილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება.

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სიახლეა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით, ვინც ვსარგებლობთ ქუთაისის აეროპორტის იაფი ფრენებით.

29 აპრილიდან დაიწყება ბილეთების გაყიდვა, ხოლო 30 აპრილიდან პირველ მგზავრებს ველით. მომსახურება დაიწყება ყველასთვის, რომელსაც სურს, ისარგებლოს რგინიგზით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე.

მომსახურებაში შედის როგორც მატარებლის ბილეთი, ასევე მთავრობის დადგენილების თანახმად, ქუთაისის აეროპორტის რკინიგზის სადგურიდან საერთაშორისო აეროპორტამდე აროპორტების გაერთიანების მიერ გამოყოფილი სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება ფაქტობრივად ყველა მგზავრს, როგორც ჩამომფრენს, ისე გამფრენს. მთავრობის განკარგულების თანახმად, დამატებითი მომსახურება უფასო ხდება რკინიგზის სადგურიდან აეროპორტამდე. ყველა მაგისტრალური მიმოსვლის მატარებელი, რომელიც დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდება და გაივლის აღნიშნულ მონაკვეთს გააჩერებს ამ ახალ რკინიგზის სადგურზე და მგზავრები შეძლებენ ისარგებლონ ამ სიახლით“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა