კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვლადიმერ პუტინისა და შარლ მიშელის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ნახვები: 444 ვლადიმერ პუტინისა და შარლ მიშელის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლი ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

კრემლის ინფორმაციაში საუბარია შარლ მიშელის მოწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრას ეხება. კრემლში აცხადებენ, რომ შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კონკრეტულ შედეგებზეა დამოკიდებული.

„რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა ცნობილი პოზიცია ამის თაობაზე, რომ ასეთი შესაძლებლობა დამოკიდებულია, კერძოდ, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების მოლაპარაკებების კონკრეტულ შედეგებზე, რომლის მიმდინარეობის დროსაც უკრაინული მხარე ავლენს არათანმიმდევრულობას და მზად არ არის, ეძებოს ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებები“, – ვკითხულობთ კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციაში ასევე საუბარია „აზოვსტალის“ ქარხნის სამრეწველო ზონაზე შტურმის გაუქმების განკარგულებასთან დაკავშირებითაც.

„მარიუპოლის გათავისუფლების შემდეგ, ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, „აზოვსტალის“ ქარხნის სამრეწველო ზონაზე შტურმის გაუქმების განკარგულება გაიცა. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, ეროვნულ ბატალიონებსა და უცხო ქვეყნის მებრძოლებს, რომლებიც იარაღს დაყრიან, გარანტია ეძლევათ სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ღირსეული მოპყრობისა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის. თუმცა, კიევის რეჟიმი ამ შესაძლებლობით სარგებლობის ნებას არ რთავს“, – აცხადებენ კრემლში.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჰუმანიტარული წვდომა მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა