კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსული ჯარები დონეცკში, მთელი ხაზის გასწვრივ, შეტევას ახორციელებენ

ნახვები: 418 რუსული ჯარები დონეცკში, მთელი ხაზის გასწვრივ, შეტევას ახორციელებენ

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ძალები დონეცკის მიმართულებით, მთელი ხაზის გასწვრივ, შეტევაზე არიან. 

"მტრის შეტევა კონცენტრირებულია სევეროდონეცკის მიმართულებით, ისინი ახორციელებენ ინტენსიურ საცეცხლე შეტევას ჩვენს ჯარებზე, რათა შექმნან პირობები სლავიანსკზე შეტევის განვითარებისთვის". - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში. 

გარდა ამისა, გენშტაბი წერს, რომ მარიუპოლის მიმართულებით რუსული არმია აგრძელებს აზოვსტალის ბლოკადას, სადაც მარიუპოლის მცველები არიან განლაგებულები, ასევე, იმყოფება 1000-ზე მეტი ჩვეულებრივი მოქალაქე. პარალელურად, რუსეთი ახორციელებს საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე, მათ შორის, შორ მანძილზე მყოფი თვითმფრინავების გამოყენებით. 

რუსი სამხედროები ცდილობენ, დაიკავონ პოზიციები ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, მაგრამ განიცდიან სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგს. 

რუსული ქვედანაყოფები ახორციელებენ შეტევითი და თავდასხმის ოპერაციებს ქალაქ იზიუმისსამხრეთით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი აცხადებს, რომ ამ გზით რუსული არმია ცდილობს, გარს შემოუაროს უკრაინული ჯარების დონბასის დაჯგუფებას.

იზიუმში მოქმედებენ 64-ე ცალკეული მოტორიზებული ბრიგადის ქვედანაყოფები, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლება ბუჩაში, ირპენსა და გოსტომელში ხოცვა-ჟლეტაში ადანაშაულებს.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა