კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთი ლუჰანსკსა და ხარკივში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას აგრძელებს

ნახვები: 477 რუსეთი ლუჰანსკსა და ხარკივში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას აგრძელებს

ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ლუგანსკის ოლქში სროლები გაძლიერდა. 

სერჰი ჰაიდაის თქმით, რუსეთი ლუგანსკის რეგიონში ყველა იმ ტერიტორიას ბომბავს, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს. 

მისივე განცხადებით, უკრაინული ძალები ტოვებენ ზოგიერთ დასახლებულ პუნქტს გადაჯგუფების მიზნით. ჰაიდაი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი არ არის კრიტიკული უკუსვლა. 

ჰაიდაიმ ასევე განაცხადა, რომ 22 აპრილს პოპასნაში, რომელშიც 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ​დაბომბვას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ქალაქი ძლიერი ცეცხლის ქვეშაა, ბრძოლები უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. 

იბომბება ხარკოვიც. ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეჰ სინეიჰუბოვი ამბობს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა 59 დარტყმა განახორციელეს, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 19 - დაშავდა. 

17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ წინა 4 დღის განმავლობაში ხარკოვში, დაბომბვების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 108 კი დაშავდა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა