თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ზელენსკი - უკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, რუსეთმა კი აჩვენა, რისი მოტანა შეუძლია ევროპაში, კიშინიოვსა და თბილისში, ჰელსინკისა და ვილნიუსში

ნახვები: 400 ზელენსკი - უკრაინა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, რუსეთმა კი აჩვენა, რისი მოტანა შეუძლია ევროპაში, კიშინიოვსა და თბილისში, ჰელსინკისა და ვილნიუსში

უკრაინელების სიმამაცით უკრაინა დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ნამდვილი სიმბოლო გახდა. რუსეთმა კი უკრაინის ქალაქებში აჩვენა, თუ რისი მოტანა შეუძლია ევროპისთვის, კიშინიოვისთვის, თბილისისთვის, ჰელსინკისა და სხვა ევროპული ქალაქებისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„დაიწყო ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ომის, რუსეთ-უკრაინის ომის უკვე მესამე თვე. 24 თებერვალს მსოფლიოში უმეტესობას არც კი სჯეროდა, რომ ჩვენ კვირაზე მეტ ხანს გავძლებდით. ზოგიერთი ამბობდა სამ დღეს. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გვიწევდა სხვადასხვა ქვეყნის დარწმუნება, რომ უკრაინაზე ფსონი წაუგებელია. ახლა ეს ყველამ იცის. ჩვენი დამცველების სიმამაცის, სიბრძნის დახმარებით, ჩვენი უკრაინელების სიმამაცის დახმარებით, ჩვენი სახელმწიფო თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. მსოფლიოში ყველა, ისინიც კი, ვინც ღიად არ გვიჭერს მხარს, თანხმდებიან, რომ სწორედ უკრაინაში წყდება ევროპის ბედი, გლობალური უსაფრთხოების ბედი, დემოკრატიული სისტემის ბედი, უპირველეს ყოვლისა კი წყდება ის, როგორი უნდა იყოს და იყოს თუ არა საერთოდ ცხოვრება ჩვენი კონტინენტის ცენტრში და აღმოსავლეთით… უკრაინის ქალაქებში და სოფლებში რუსეთმა აჩვენა, თუ რისი მოტანა სურს და შეუძლია ევროპისთვის სინამდვილეში. რისი მოტანა შეუძლია კიშინიოვსა და თბილისში, ჰელსინკისა და ვილნიუსში, ვარშავასა და პრაღაში, ყველა ქალაქში და ქვეყანაში, რომლებსაც რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები უკვე დიდი ხანია, ღიად აღნიშნავენ როგორც თითქოსდა მოსკოვის მტრებს. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ შეტევა მრავალი მიმართულებით დაიწყო, სარაკეტო დარტყმები, ავიათავდასხმები, არტილერია, ტანკები – ყველაფერი! რუსეთის ჯარებმა არაფერი დაინანეს, არ დაინანეს სახსრები ჩვენს მოსაკლავად, უკრაინელების მოსაკლავად, ჩვენი მიწის გასანადგურებლად. ორი თვის განმავლობაში მათ ჩვენს წინააღმდეგ 1100-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს, უამრავი ავიაბომბი და არტილერია. ისინი აწამებდნენ და ძარცვავდნენ, ხვრეტდნენ. ისინი ნაღმავდნენ ჩვენს მიწას. მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებს ჯოჯოხეთად აქცევდნენ. უკრაინული ქალაქებისა და სოფლების ნაწილი ქვებამდეა განადგურებული. და მაინც ვერაფერს მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა