კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს მაისში წარადგენენ

ნახვები: 299 ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს მაისში წარადგენენ

ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები აპირებენ, რომ 16 მაისის კვირაში შეხვდნენ და ამის შემდეგ, საჯაროდ გამოაცხადონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.

როგორც შვედური მედია წერს, აშშ და ბრიტანეთი დაპირდნენ ქვეყანას, რომ გაზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო წვრთნების რაოდენობასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების შესაძლო პროცესის მიმდინარეობისას.

როგორც ორი კვირის წინ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა შვედეთში ვიზიტისას განაცხადა, ფინეთი ნატო-ს წევრობაზე განაცხადის შეტანის საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში მიიღებდა. თავის მხრივ, შვედეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ გადახედავს უსაფრთხოების პოლიტიკას, რაც გულისხმობს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხის განხილვას.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, იმის მიუხედავდ, რომ რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ შვედეთისა და ფინეთის თანამშრომლობა ნატო-სთან გაძლიერდა, ორივე ქვეყანამ უპირატესობა მიანიჭა ალიანსის გარეთ ყოფნას. თუმცა რუსეთის ინტერვენციამ უკრაინაში შვედეთი და ფინეთი აიძულა, დაფიქრებულიყვნენ, არის თუ არა მათი ხანგრძლივი სამხედრო ნეიტრალიტეტი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო გზა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა