კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ნახვები: 431 რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც სააგენტო  „როიტერი“ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნოით იუწყება, სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებში მიღწეული „პოზიტიური იმპულსის“ შენარჩუნება ყველა მხარეს მოუტანს სარგებელს.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელმაც ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების ეფექტური მუშაობისა და უსაფრთხო ევაკუაციის განხორციელების მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ქმედებებს, რათა შეაჩეროს მოვლენების ისეთი მიმდინარეობა, რომელიც აზიანებს ყველას და უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს კრემლშიც. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ ქვეყნების ლიდერებს შორის საუბარი უკრაინის საკითხს შეეხო და დაამატა, რომ დეტალურ ინფორმაციას რუსული მხარე მოგვიანებით გააჟღერებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა