კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მადრიდის სამიტზე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები მხარდაჭერაზე, რომელიც მიბმული იქნება საქართველოს საჭიროებებთან-ხავიერ კოლომინა

ნახვები: 350 მადრიდის სამიტზე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები მხარდაჭერაზე, რომელიც მიბმული იქნება საქართველოს საჭიროებებთან-ხავიერ კოლომინა

ომი უკრაინაში გახლავთ დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის, საჭიროა ადაპტაცია, რასაც ნატო აკეთებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ხავიერ კოლომინამ პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

როგორც კოლომინა აცხადებს, ნატო-ს საპასუხო ქმედებაა ყველა პარტნიორთან მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გაძლიერება.

„ცხადია, შეხვედრებისას დისკუსიების დიდი ნაწილი როგორც თბილისში, ასევე გუშინ ერევანში და შემდეგ ბაქოშიც, ეთმობა რუსეთის ომს უკრაინაში, რამაც ფუნდამენტურად შეცვალა კონტექსტი. ეს გახლავთ დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის და საჭიროა ადაპტაცია, რასაც ნატო აკეთებს. ამაზე ერთ-ერთი საპასუხო ქმედება არის მხარდაჭერის და თანამშრომლობის გაძლიერება ყველა პარტნიორთან, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებთან, როლებსაც ჩვენი შეხედულებით შეიძლება, ყველაზე მეტად შეეხოს საფრთხე, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს. ახლა ამ პროცესში ვართ, რაც მიგვიყვანს მადრიდის სამიტამდე, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება, გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რათა მხარდაჭერა გაიზარდოს, რაც მიბმული იქნება საქართველოს საჭიროებებთან“, – განაცხადა კოლომინამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა