კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

ნახვები: 470 ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) პრეზიდენტ ფრანჩესკო როკას შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა IFRC-ისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობაზე საქართველოში, მათ შორის, COVID-19-ით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად. განსაკუთრებით აღინიშნა მათი როლი სოციალურად დაუცველთა და ხანდაზმულთა ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით. აქვე საუბარი შეეხო, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას IFRC-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო IFRC-ის ევროპის მე-11 რეგიონულ კონფერენციას, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია, კონფერენციამ მოიტანოს ხელშესახები შედეგები, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების კუთხით.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი და აღნიშნა, რომ  ეს მხარდაჭერა გამოხატულია, როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მდგომარეობას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია.

შეხვედრას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ევროპის ზონის უფროსი ბირგიტ ბიშოფ ებესენი, საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა