კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთი: უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის სამ რეგიონში აფეთქებებია

ნახვები: 456 რუსეთი: უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის სამ რეგიონში აფეთქებებია

უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის სამ რეგიონში აფეთქებების ხმა ისმის, - ინფორმაციას რუსული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფეთქებას მოჰყვა ხანძარი ბელგოგრადში, სოფელ სტარაია ნელიდოვკაში, უკრაინის საზღვრის ჩრდილოეთით დაახლოებით 10 მილის დაშორებით მდებარე საბრძოლო მასალის საცავში. რეგიონის გუბერნატორის თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაიღუპა ან დაშავდა.

ამასთანავე, აფეთქებების ხმა ისმონა კურსკის რაიონში, ადგილობრივი დროით 2:45 საათზე. გუბერნატორის თქმით, აფეთქებების დეტალები ზუსტდება, თუმცა შემთხვევას ნგრევა არ მოჰყოლია და არავინ დაღუპულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვორონეჟში ადგილობრივმა მოსახლეობამ დილის 4:40 საათზე ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო.

„შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფი, ასევე რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჯგუფი. ადგილზე საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური პირიც ჩავა“, - წერს რუსული სამთავრობო მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ვორონეჟი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 200 მილის დაშორებით მდებარეობს და ის მთავარ სამხედრო და სატრანსპორტო კერას წარმოადგენს.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დაადანაშაულეს უკრაინა საწვავის საცავებსა და სამხედრო ობიექტებზე საზღვრისპირა თავდასხმების განხორციელებაში.

უკრაინის სამთავრობო უწყებებში აცხადებენ, რომ რუსეთის ბრალდებები მიზნად ისახავს „ანტიუკრაინული განწყობების გაღვივებას“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა