კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინა მიესალმება ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას-ანდრეი კასიანოვი

ნახვები: 429 უკრაინა მიესალმება ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას-ანდრეი კასიანოვი

უკრაინა მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომელიც გუშინ გამოთქვა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის, – ამის შესახებ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

კასიანოვმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ივანიშვილსა და რუს ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბრის ჩანაწერს, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

როგორც უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ოფიციალურ განცხადებებს შეაფასებენ.

„რა თქმა უნდა, შევაფასებთ მხოლოდ ოფიციალურ განცხადებას და უფრო კარგად შევაფასებთ კონკრეტულ ქმედებებს. რა თქმა უნდა, უკრაინა მიესალმება საქართველოსპრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომელიც მან გუშინ გამოთქვა. მან განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონტაქტები გვაქვს ევროკავშირის მისიასთან, ასევე აშშ-ის საელჩოსთან“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიაბშვილმა განაცხადა, რომ არც ერთ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს არ მისცემენ უფლებას, გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის. მისივე თქმით, ეს არის საქართველოს მთავრობის პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა