კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გაერო-ს გენერალური მდივანი - „აზოვსტალში“ მყოფებს სჭირდება აპოკალიფსიდან გამოსაღწევი გზა

ნახვები: 338 გაერო-ს გენერალური მდივანი - „აზოვსტალში“ მყოფებს სჭირდება აპოკალიფსიდან გამოსაღწევი გზა

„აზოვსტალში“ მყოფებს სჭირდება აპოკალიფსიდან გამოსაღწევი გზა, – ეს განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა კიევში ვიზიტის დროს გააკეთა.

როგორც გუტერეში ამბობს, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გრძელდება დისკუსიები, რათა „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუაცია მოხერხდეს.

„ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს სჭირდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება. ბევრ ხანდაზმულს სჭირდება სამედიცინო დახმარება. მათ სჭირდებათ გამოსაღწევი გზა აპოკალიფსიდან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მიმდინარეობს ინტენსიური დისკუსიები, რომ ეს რეალობად იქცეს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან არ მინდა, ეს შესაძლებლობა გაქრეს“, – განაცხდა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა კიევში ვიზიტისას, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მარიუპოლიდან და მათ შორის ქარხანა „აზოვსტალში“ მყოფი მოქალაქეების გამოყვანის პროცესში ჩაერთოს როგორც გაერო, ისე წითელი ჯვარი.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა