კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში ბოლო დღეების ინციდენტები მოლდოვის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას აზარალებს-ჯოზეფ ბორელი

ნახვები: 422 მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში ბოლო დღეების ინციდენტები მოლდოვის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას აზარალებს-ჯოზეფ ბორელი

მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში ბოლო დღეებში მომხდარი ინციდენტები მოლდოვის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას აზარალებს. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებლიან აქტორს, თავიდან აიცილონ ვითარების დესტაბილიზაცია. ამასთან, ბრიუსელში მიესალმებიან მოლდოვის რესპუბლიკის თავშეკავებულ რეაქციებს, რაც ეხმარება ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებაში.

„ევროკავშირი სოლიდარულია მოლდოვისადმი და ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და დნესტრისპირეთის რეგიონისთვის სპეციალური სტატუსით“, – აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგებთან გამკლავებაში მოლდოვის მხარდასაჭერად, ევროკავშირი მოლდოვას აწვდის ყოვლისმომცველ დახმარებას ლტოლვილთა ნაკადით გამოწვეული მყისიერი გამოწვევების მოსაგვარებლად, ასევე ევროკავშირმა გააძლიერა მოლდოვის საერთო მდგრადობის გასამტკიცებლად საშუალოვადიანი მხარდაჭერა.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვის თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რეგიონში ბოლო დღეებში აფეთქებების სერია მოხდა. მოლდოვის ხელისუფლება მომხდარს სავარაუდო პროვოკაციად აფასებს, რომლის მიზანია რეგიონში ვითარების დესტაბილიზაცია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა