კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილი ხვალ გიორგი რურუას შეიწყალებს

ნახვები: 258 სალომე ზურაბიშვილი ხვალ გიორგი რურუას შეიწყალებს

ხვალ, 27 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა 21 აპრილს გააკეთა. პრეზიდენტმა თავისი განცხადებით აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიეს, მათი პარლამენტში შესვლა 27 აპრილს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება, მაშასადამე, იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა - მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ასევე აშშ-ს ელჩმა დაადასტურა, ამგვარად პირველი პირობა შესრულებულია.

რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი პარლამენტში შესვლა 27 აპრილს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ეს ნიშნავს, რომ განცხადების შესაბამისად, ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც. მაშასადამე, იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა