პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

აშშ-მა გერმანიაში უკრაინელი სამხედროების მომზადება დაიწყო-აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი

ნახვები: 443 აშშ-მა გერმანიაში უკრაინელი სამხედროების მომზადება დაიწყო-აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი

აშშ-მა გერმანიაში უკრაინელი სამხედროების მომზადება დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

პენტაგონის წარმომადგენლის ცნობით, უკრაინელ სამხედროებს ახალი შეიარაღების გამოყენებაში მოამზადებენ.

„ეს ძალისხმევა ეფუძნება საარტილერიო წვრთნებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე გაიარეს სხვაგან, ასევე მოიცავს სწავლებას რადარების სისტემებთან და ჯავშანტექნიკასთან დაკავშირებით, რომლის გადაცემაც ცოტა ხნის წინ გამოცხადდა უსაფრთხოების სფეროში დახმარების პაკეტის ფარგლებში“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, გერმანიის გარდა, აშშ უკრაინელი სამხედროებს უკრაინის სხვა ორ ქვეყანაში ამზადებს, თუმცა პენტაგონის პრესსპიკერმა არ დააკონკრეტა, რომელ სახელმწიფოზეა საუბარი.

როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა 29 აპრილს განაცხადა, უახლოეს 24 საათში ევროპის რეგიონში აშშ-დან უკრაინისთვის სამხედრო დახმარებით დატვირთული ათზე მეტი თვითმფრინავი ჩავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა