კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უტინის უკრაინაში ინტერვენცია არის ცივსისხლიანი და უზნეო სისასტიკე-ჯონ კირბი

ნახვები: 489 უტინის უკრაინაში ინტერვენცია არის ცივსისხლიანი და უზნეო სისასტიკე-ჯონ კირბი

პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ინტერვენციისას უზნეობასა და სისასტიკეში ადანაშაულებს.

„ეს არის ყველაზე ცივსისხლიანი და უზნეო სისასტიკე“, – განაცხადა კირბიმ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.

ჯონ კირბის აზრით, დასავლეთმა სრულად არ შეაფასა ძალადობის, სისასტიკისა და უზნეობის დონე, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში უდანაშაულო ადამიანებს, არამებრძოლებს, მოქალაქეებს დაატყდებოდა თავს.

„მე არ ჩავუღრმავდები ვლადიმერ პუტინის ფსიქოლოგიას. რთულია, უყურო იმას, რასაც ის აკეთებს უკრაინაში, რასაც მისი ძალები აკეთებენ უკრაინაში და იფიქრო, რომ რომელიმე ეთიკურმა, ზნეობრივმა ადამიანმა შეიძლება, გაამართლოს ეს. რთულია, უყურო ამ სურათებს და წარმოიდგინო, რომ საღად მოაზროვნე, სერიოზული ბუნების ლიდერს შეეძლო ამის გაკეთება. ასე რომ, მე ვერ ვისაუბრებ ფსიქოლოგიაზე, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ, ყველას შეგვიძლია, ვისაუბროთ მის უზნეობაზე“, – განაცხადა კირბიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა