კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შსს-მ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 2 ადამიანი დააკავა

ნახვები: 455 შსს-მ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 2 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 2 ადამიანი დააკავა. 

გარდა ამისა, კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ერთს კი - პენიტენციურ დაწესებულებაში. 

დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული ვ.გ., მას ბრალი ქურდული სამყაროს წევრობაში ედება; 1965 წელს დაბადებული კ.თ. - მას ბრალი ედება ე.წ ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვაში. 

1967 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად "ყურშა") "კანონიერი ქურდობისთვის" ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. რაც შეეხება 1985 წელს დაბადებულ ო.ს.-ს, მას"ქურდული სამყაროს წევრობისთვის" ​ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

საქმე ეხება ფინანსური დავის ე.წ ქურდული წესით გარჩევის შემთხვევას. 

კერძოდ, 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ კ.თ.-ს და მის ნაცნობს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოიშვა ქონებრივი დავა. აღნიშნული დავის მოგვარებაში ჩაერთნენ კრიმინალური ავტორიტეტები - ო.ს. და ვ.გ., რომლებიც დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ - მ.მ.-ს (მეტსახელად „ყურშა") და ზ.მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩი“).

„კანონიერმა ქურდებმა“ თურქეთის რესპუბლიკაში მოდავე მხარეებთან ერთად მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინანსური დავის საგანი - მიწის ნაკვეთი უნდა გაყიდულიყო, მთლიანი თანხა უნდა გადარიცხულიყო „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც მოგვიანებით გადაწყვეტდნენ თანხის განაწილების საკითხს.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების კუთვნილი მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, ასევე, 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა