კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინაში დიდი მწუხარებით ჩამოვედით, თუმცა დიდი სიამაყით ვტოვებთ-ნენსი პელოსი

ნახვები: 383 უკრაინაში დიდი მწუხარებით ჩამოვედით, თუმცა დიდი სიამაყით ვტოვებთ-ნენსი პელოსი

უკრაინაში დიდი მწუხარებით ჩამოვედით, თუმცა დიდი სიამაყით ვტოვებთ იმის მტკიცე გაგებით, თუ რისი გაკეთებაა საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ კიევიდან დაბრუნების შემდეგ პოლონეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნენსი პელოსიმ აღნიშნა, მის დელეგაციას ჰქონდა დიდი პატივი, შეხვედროდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროზე, ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ასევე გამარჯვების შემდგომ ქვეყნის აღდგენაზე.

პელოსის თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტს გადასცა აშშ-ის კონგრესისგან ერთიანობის გზავნილი, ასევე ამერიკელი ხალხის მხრიდან მისი ლიდერობის დაფასება და უკრაინელი ხალხის სიმამაცით აღტაცება.

„ამერიკა უკრაინის გვერდით დგას, ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ გამარჯვებამდე და ჩვენ ვდგავართ ნატო-ს გვერდით“, – განაცხადა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

ნენსი პელოსისა და მისი დელეგაციის კიევში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა დღეს გაავრცელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა