კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„პრემიერი გაექცათ, თალაკვაძე მოხსნეს, შენ სად მირბიხარ, დროზე ადრე ხელს რომ აწერ?“ - თაკო ჩარკვიანი

ნახვები: 190 „პრემიერი გაექცათ, თალაკვაძე მოხსნეს, შენ სად მირბიხარ, დროზე ადრე ხელს რომ აწერ?“ - თაკო ჩარკვიანი

„პრემიერი გაექცათ, თალაკვაძე მოხსნეს, შენ სად მირბიხარ, დროზე ადრე ხელს რომ აწერ?", - აცხადებს პარტია „კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, თანმიმდევრული პროტესტით ოპოზიციას მეტის მიღება შეეძლო.

„ყველაფერი ისე მიდიოდა... ყველაფერს არც ახლა ვიტყვი, მგონი ახლაც არ არის დრო, მაგრამ ისე მიგვყავდა ჩვენ, ოპოზიციას, ძალიან ჭკვიანურად, გონივრულად, არავინ არ იყო ჩაციკლული რაღაცებზე მინდა გითხრათ. თანმიმდევრულად მიდიოდა ყველაფერი, ბოიკოტმა თავისი შედეგი გამოიღო... ეს ყველაფერი გააკეთა ბოიკოტმა. შემდეგ უკვე ეს ყველაფერი მოიტანა ნიკა მელიას იმხელა პროტესტმა. იშლება (ქართული ოცნება), პრემიერი გაექცათ, თალაკვაძე მოხსნეს, გაუშვეს, შენ სად მირბიხარ დროზე ადრე ხელს რომ აწერ? ჩვენ, ჩვენი თანმიმდევრულობით ბევრად უფრო საინტერესოს და მეტის წამოღება შეგვეძლო", - აცხადებს ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიცია დღეს პირველად დაესწრო პარლამენტის სხდომას. პარლამენტში შევიდა კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებლელი", რომლის სიით მეორე ნომერი თაკო ჩარკვიანია, თუმცა ის პროტესტის ნიშნად პარლამენტში არ შევიდა და კოალიციაც დატოვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა