კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანს შეხვდა

ნახვები: 446 ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს.

„საუბარი შეეხო იუსტიციის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის შესაბამის სამინისტროებს შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობას. გამოითქვა მზაობა მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების და საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა