სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

უპატიებელი განცხადებაა, ისტორიული შეცდომაა. ველოდებით ბოდიშს-ლაპიდი ლავროვის განცხადებაზე

ნახვები: 521 უპატიებელი განცხადებაა, ისტორიული შეცდომაა. ველოდებით ბოდიშს-ლაპიდი ლავროვის განცხადებაზე

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ანტი-სემიტურ განცხადებებს უპატიებელს და შეურაცხმყოფელს უწოდებს: 

"ეს უპატიებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებაა, ეს ისტორიული შეცდომაა. ველოდებით ბოდიშს. ჰოლოკოსტის დროს ებრაელები ერთმანეთს არ ხოცავდნენ, ებრაელების წინააღმდეგ რასიზმის ყველაზე მდაბიო ფორმა მათი ანტი-სემიტიზმში დადანაშაულებაა."- განაცხადა ლაპიდმა. 

სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ, ისრაელის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი, სერგეი ვიქტოროვი უკვე დაიბარეს. 

ლავლროვის განცხადებები ლაპიდის მოადგილემ, ქნესეთის წევრებმა და ისრაელის მთავრობის რამდენიმე მინისტრმაც დაგმეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იტალიურ ტელევიზიასთან, Mediaset-თან ინტერვიუში განაცხადა: "მერე რა, თუ ზელენსკი ებრაელია, ჰიტლერსაც კი ებრაული სისხლი ჰქონდა."

"მერე რა, თუ ზელენსკი ებრაელია. ფაქტი არ უარყოფს ნაცისტურ ელემენტებს უკრაინაში. მე მჯერა, რომ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ზოგიერთი ყველაზე ცუდი ანტისემიტი ებრაელია."- განაცხადა ლავროვმა. 

უკრაინაში შეჭრის გამოცხადებისას, პუტინმა თქვა, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" მისი სუვერენული მეზობლის "დენაზიფიკაციას" ისახავს მიზნად. რუსული მედია არაერთხელ ცდილობდა წარმოეჩინა უკრაინა, როგორც ნაციზმთან მიახლოებული, ასეთი ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებების გარეშე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა