კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია-ილია დარჩიაშვილი

ნახვები: 431 ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია-ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილს საქართველო ვადაზე ადრე გადასცემს.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთვის პროცესი წარმატებით დაგვირგვინდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს გადასცა გაწევრიანებასთან დაკავშირებული თვითშეფასების კითხვარი, რაც გახლავთ მნიშვნელოვანი ეტაპი მთელი იმ პროცესის, რომელიც იმედი მაქვს, რომ საქართველოსთვის წარმატებით დაგვირგვინდება. ეს გახლდათ საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესი, რომელშიც პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩართული იყო ყველა სახელისუფლებო უწყება. ჩვენ ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სექტორული შინაარსის არის. კითხვარის ამ ნაწილზე, ისევე როგორც მის პირველ ნაწილზე, მუშაობა დასრულდება ოპერატიულად და ევროკავშირს გადაეცემა დადგენილ ვადაზე ადრე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა