კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მაიკლ კარპენტერი - საქართველოს მთავრობა დიდი პასუხისმგებლობით იქცევა, როცა საქმე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს ეხება

ნახვები: 562 მაიკლ კარპენტერი - საქართველოს მთავრობა დიდი პასუხისმგებლობით იქცევა, როცა საქმე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს ეხება

აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს. ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. 

მაიკლ კარპენტერმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში მეორე ფრონტის შესაძლო გახსნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პასუხისმგებლობით იქცევა, როდესაც საქმე ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა იქცევა დიდი პასუხისმგებლობით, როცა საქმე ეხება მის ტერიტორიებს – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს. ჩვენ რა თქმა უნდა მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ მომენტში, როგორც ყველამ იცით, საქართველოში ადგილზე წარმოდგენილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ეუთო კი მონაწილეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს“, – განაცხადა კარპენტერმა.

მაიკლ კარპენტერის განცხადებით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს გაჭიანურებულ კონფლიქტებს.

„გასულ კვირას დნესტრიპირეთში რამდენიმე აუხსნელი აფეთქება მოხდა და ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას. ეუთო-ს მანდატი მოიცავს მოლდოვაში, დნესტრიპირეთში და მის გარშემო უსაფრთხოების სიტუაციის მონიტორინგს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადევნებთ თვალს ასევე ყარაბაღს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს“, – განაცხადა კარპენტერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა