კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„გიორგი რურუას შეწყალება არის პირველი ნათელი შედეგი იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ“ - სალომე სამადაშვილი

ნახვები: 328 „გიორგი რურუას შეწყალება არის პირველი ნათელი შედეგი იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ“ - სალომე სამადაშვილი

„გიორგი რურუას შეწყალება არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი სწორედ იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ", - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია აგრძელებს მუშაობას ნიკა მელიას გასათავისუფლებლად.

„ეს არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი სწორედ იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი გასული დღეების მანძილზე ძალიან უსაფუძვლოდ და ძალიან დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც მივიღეთ ეს ძალიან გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს დღეს, როდესაც ისინი ნახავენ , რომ პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც წელიწადნახევარია ველით, მართლაც იქნება გათავისუფლებული, ის სკეპტიკოსები, რომლებიც გასული დღეების მანძილზე უსაფუძვლოდ და უსამართლოდ თავს გვესხმოდნენ, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და ჩვენ დავხუროთ საერთოდ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნის პრობლემა. შემდეგ არჩევნებამდე მაინც მივიდეთ ისე, რომ შემდეგ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა შექმნას საფუძველი უკვე ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისთვის ამ ქვეყანაში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით. ეს არის ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ეს არის ის შეთანხმება, რომლის განხორციელებაც დღეს დაიწყო აქ საქართველოს პარლამენტში და ჩვენ ვაპირებთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიზანმიმართულად და შეუპოვრად ვუზრუნველყოთ ამ შეთანხმების განხორციელება", - განაცხადა სამადაშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა